ბიზნესი
06/04/2021

ზურაბ ლალაზაშვილი: პატარ-პატარა კოსმეტიკური ცვლილებებით რეალურ შედეგზე ვერ გავალთ

პატარ-პატარა კოსმეტიკური ცვლილებებით რეალურ შედეგებზე ვერ გავალთ - ამის შესახებ ზურაბ ლალაზაშვილმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა. BDO-ს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მთელი რიგი კომპლექსური მიდგომები სხვადასხვა მიმართულებით.

„სახელმწიფო უნდა იყოს მოქნილი და იღებდეს სწრაფ გადაწყვეტილებებს. აუცილებელია განჭვრეტადი იყოს, რომ გვაქვს გარკვეული რეგულაციები და ხვალ რაღაც მოულოდნელად არ შეიცვლება.

როდესაც ინვესტორი კონკრეტულ ქვეყანაში შედის, უნდა იცოდეს რომ დაცულია მისი უფლებები; უნდა ვიცოდეს რომ თუ რამე დავაში შევა რომელიმე ადგილობრივ ბიზნესმენთან სწრაფად მოხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა და მოგვარება. პატარ-პატარა კოსმეტიკური ცვლილებებით დღევანდელ მდგომარეობას ვერ ვუშველით. ყველაფერს უნდა მივუდგეთ კომპლექსურად. მთავარია, ეს არ იყოს დროში გაწელილი. ვფიქრობ, რომ ამ ორი კვირის ვადაში ბიზნესმა რაღაც უკვე უნდა დავინახოთ. ეს აუცილებელია იმისთვის რომ მოლოდინები პოზიტიურისკენ შეიცვალოს,“ - აცხადებს BDO-ს მმართველი პარტნიორი.

Businesspartner