ბიზნესი
11/04/2022

ზურაბ აზარაშვილი: კლინიკების შემოწმებას სისტემური ხასიათი ექნება

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების სისტემური შემოწმება დაიწყო.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მოწმდება როგორც ფინანსური ნაწილი, ასევე ინფექციების მართვასთან დაკავშირებული მიმართულებაც. 

"ეს არ იქნება ერთჯერადი და მას ექნება სისტემური ხასიათი. ჩვენ ფინანსურ ნაწილთან ერთად კლინიკებს ინფექციის კონტროლის თვალსაზრისითაც ვამოწმებთ. ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კლინიკებს ეძლევათ გონივრული ვადა და შემდეგ 2-3 კვირიან პერიოდში განმეორებით მოწმდება. თუ იგივე ხარვეზი დაფიქსირდა, სხვადასხვა სანქციებს მივმართავთ. 

თუ არის საჭიროება უკვე ანაზღაურებული თანხების კორექტირების და ა.შ, ესეც შესაბამისად განხორციელდება. თუ ასეთი ფაქტები იქნება, თანხა ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს",- განაცხადა მინისტრმა.