“ზუგდიდი მოლის“ ასაშენებლად ნებართვა გაცემულია - ზუგდიდის მერია
ზუგდიდის მერის მოადგილემ გიგა ფარულავამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ „ზუგდიდი მოლის“ ასაშენებლად ნებართვა უკვე გაცემულია. სამშენებლო პროცესი მიმდინარე თვეში დაიწყება და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.
სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი იქნება, რომელიც ჰიპერმარტკეტს, საკვებ ობიექტებს და სხვადასხვა დანიშნულების ბრენდულ მაღაზიებს გააერთიანებს. პროექტის კონცეფციაზე Cushman & Wakefield Georgia–მ და კომპანია "ბლოქსმა" ერთობლივად იმუშავეს.
„ჩვენი კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს სავაჭრო სექტორში მოთამაშე სხვადასხვა ბრენდთან. პროექტის ჯამური ინვესტიცია 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.“– ნათქვამია Cushman & Wakefield–ის განცხადებაში.