ბიზნესი
19/07/2022

"ზიგზაგი" - ახალი გამაგრილებელი სასმელი "ნატახტარისგან"

ქართულ ბაზარზე ახალი გამაგრილებელი სასმელი გამოჩნდა.

ნატახტარი ზიგზაგი“ - ასე ჰქვია ახალ სასმელს, რომელიც კომპანია „ეფეს საქართველომ“ სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებაზე დაყრდნობით  შექმნა. „ზიგზაგის“ პროდუქტის მთავარი ნიშანი „გემოების თამაშია“.

მისი განსაკუთრებულობა განპირობებულია სხვადასხვა არომატებისა და იშვიათი ინგრედიენტების მიქსით. ბაზარზე ერთდროულად „ზიგზაგის“ არომატების ორი განსხვავებული მიქსია წარმოდგენილი: ფორთოხალი მანდარინით და ჯანჯაფილი დარიჩინითა და ლიმონით. „ნატახტარი ზიგზაგი“ საქართველოს მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.

ბრენდის კონცეფცია ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას: “ზიგზაგი“ არის მათთვის, ვინც ცდილობს იყოს გამორჩეული სხვებისგან და შეიგრძნოს ცხოვრება სრულად, ეძებს თავგადასავლებს, არ მიჰყვება დადგენილ წესებსა და სტანდარტებს, სურს ყველაფერი თავისით შეისწავლოს და თავისებურად გააკეთოს. აქედან გამომდინარეობს კამპანიის მესიჯიც: „შენ არავინ გგავს“.

ბრენდის სახელიც „ზიგზაგი“ აქედან მოდის. სასმელი ასეთი სახელით გვეუბნება, რომ გემო არ მიჰყვება ერთ ხაზს, ის მოულოდნელობებით სავსეა, სათავგადასავლოც კი. კონცეფციიდან გამომდინარე „ზიგზაგი“ არის მეამბოხე, ნონკონფორმისტი, უყვარს ძიება, არ აშინებს დაბრკოლებები. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა, არ გზღუდვას და უფრო თავისუფალს გხდის.

„ჩვენი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ჩვენი მომხმარებელია. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებს, ვსწავლობთ ქცევასა და დამოკიდებულებებს. სწორედ ასეთი კვლევების შედეგად გამოიკვეთა ახალი გამაგრილებელი სასმელის შექმნის იდეა. ეტაპობრივი სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებით შევქმენით სრულიად ახალი ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულად მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის.“, -  ამბობს „ეფეს საქართველოს“ უალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერი გურანდა ნემსაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023