Zarqua Collection-მა საერთაშორისო გაყიდვებისთვის ვებ-გვერდი Zarqua.com შექმნა
Zarqua Collection-ის ფეხსაცმელებისა და ჩანთების შეძენა უკვე მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ვებ-პლატფორმითაა შესაძლებელი.
ბრენდის დამფუძნებლის ნინა ზარქუას თქმით, ონლაინ გაყიდვების საჭიროება და მისი განვითარება კორონავირუსმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
"გავაკეთეთ ვებ–გვერდი, რომელიც 1 კვირის წინ ამოქმედდა და უკვე გვყავს მომხმარებლები. მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პანდემიის მიუხედავად, გაყიდვების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. საიტზე დეტალურადაა წარმოდგენილი კოლექცია, მომხმარებელი მარტივად აღიქვამს ვიზულს და ყველა სხვა დეტალის ნახვა შეუძლია, მათ შორის ფასის, მასალის და ა.შ სამომავლოდ, გვინდა მობაილ აპლიკაციაც შევთავაზოთ მომხმარებლებს", - ამბობს ნინა ზარქუა.
Zarqua Collection–ი აქტიურად იყიდება ინსტაგრამ პლატფორმის მეშვეობით, თანამშრომლობს „ბაიერებთან“, რომლებსაც აქვთ თავისი ონლაინ პლატფორმები.
"ორიენტირებული ვართ სოციალურ სივრცეზე და ჩვენი კონტენტიც დეტალურ ინფორმაციას და სრული ვიზუალური აღქმის საშუალებას აძლევს მომხმარებელს. ალბათ, ეს არის ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც კორონავირუსმა ჩვენს ბიზნესზე ვერ იმოქმედა,“ – აღნიშნავს დიზაინერი ნინა ზარქუა.