Zarqua Collection: 2020 წელი გაყიდვების მხრივ შესანიშნავი იყო
Zarqua Collection-ის დამფუძნებელი და დიზაინერი ნინა ზაქრუა „ბიზნსესპარტნიორთან“ 2020 წელს დადებითად აფასებს. მისი თქმით, წინა წელთან შედარებით მომხმარებლთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„გაყიდვების მხრივ 2020 წელი კომპანიისთვის წარ,ატებული იყო. ბიზნესი არ გაჩერებულა, თუმცა ვიმედოვნებთ, 2021 წელი კიდევ უფრო კარგი იქნება. ახლაც ბევრი შეკვეთა გვაქვს და ბევრს ვმუშაობთ ამისთვის. მოთხოვნა დიდია, საახალწლოდ რაიმე თემატური შეთავაზება ვერ გავაკეთეთ რადგან მოთხოვნის გამო მარაგიც კი არ გვაქვს, მაგრამ მომხმარებელს საკმაოდ კარგ ფასდაკლებებს ვთავაზობთ.
წინა წელთან შედარებით მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა. ძირითადად აზიის ქვეყნებს ვაწვდით პროდუქციას, სადაც გაყიდვების ყველაზე მეტი მაჩვენებელია. 2021 წლისთვს ახალ კოლექციაზე დავიწებთ მუშაობას, რომელსაც მარტში ჩავუშვებთ გაყიდვაში და იმედი გვაქვს პარიზის მოდის კვირეულზე შოურუმის სახით წარვადგენთ, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიაზე,“ – აღნიშნავს ნინა ზარქუა.