ბიზნესი
20/07/2022

"ზაკვოს" ნაცვლად მშენებარე ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსში 1კვ.მ-ის საშუალო ფასი $1500-ია

თბილისში, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის (ზაკვოს) ნაცვლად ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსში გაყიდვები შემოდგომიდან დაიწყება. 1 კვ.მ-ის ფასი საშუალოდ $1500-ია.

როგორც ცნობილია, მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსი (როგორც სავაჭრო, ისე საოფისე ფართები) უნდა აშენდეს.

IG Development-ის მიერ  „თიბისი ბანკისგან“ გამოსყიდული შენობა თითქმის სრულად დანგრეულია. შენობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე N2-ში მდებარებს, წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა სანდრო ტოგონიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამჟამად მუშაობა დეტალურ პროექტირებაზე მიმდინარეობს.

„პარარელურად ვგეგმავთ დავიწყოთ მიწის სამუშაოები, ოქტომბრიდან საცხოვრებელი ნაწილის გაყიდვებსაც დავიწყებთ. რაც შეეხება ბიზნეს კლასის მიმართულებას, ამ შემთხვევაში ალბათ მხოლოდ გაქირავება  მოხდება,“-აცხადებს ტოგონიძე.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 22 000 კვ.მ იქნება რეკრეაციული სივრცე, 11 000 კვ.მ - საზოგადოებრივი სივრცე. ტოგონიძის განმარტებით, საწყის ეტაპზე კომპანია პროექტში 120-150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი კომპლექსის დასრულების ვადად კი 2026 წელია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023