ბიზნესი
02/12/2020

ზაალ იაკობიძე: ტექინსპექტირების ცენტრები სულს ღაფავს

ტექდათვალიერების ცენტრებში მიმართვიანობა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდა. წლის ბოლოსთვის სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერება ავტოპარკის ნახევარსაც არ გაუვლია. ამ ფონზე კი ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების ზღვარზეა.

„ათეულობით კომპანია, რომელმაც ტექინსპექტირების ცენტრებში ინვესტიცია ჩადო სულს ღაფავს“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა.

ზაალ იაკობიძის განმარტებით, პრობლემის სათავე კი 2019 წელს ამოქმედებული რეგულაციის აღსრულებაშია.

„სახელმწიფომ გამოუშვა რეგულაცია, რომ უნდა ყოფილიყო ტექდათვალიერებები მკაცრად რეგულირებადი. შემდეგ სხვადასხვა მოსაზრებით, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ეს რეგულაციები შეასუსტეს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ათეულობით კომპანია, რომელმაც ამ საქმეში ინვესტიცია ჩადო ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სახელმწიფოს მხრიდან აღარც ის მოთხოვნაა, რომ ყველა მანქანის მფლობელმა სავალდებულო ტექდათვალიერება გაიაროს და აღარც შესაბამისი ჯარიმა. ბევრი კომპანია ძალიან მძიმე დღეშია. ვერ ისტუმრებენ ბანკის ვალებს.

ეს ბიზნესი ხომ მხოლოდ სახელმწიფოს ინიციატივით და მოთხოვნის შედეგად დავიწყეთ?! რეალურად კი ხდება ის, რომ თავიდან შემოიღეს რეგულაცია. მოთხოვნის გამო, გაჩნდა ახალი ტექდათვალიერების ობიექტები, მაგრამ მათ, ვისაც რეგულაციის აღსრულება ევალებოდათ, მალევე მოუშვეს მუხრუჭები.

ჯარიმის გადახდის შიში აღარც იურიდიულ პირებს აქვთ და აღარც ფიზიკურ პირებს. ამ ყველაფრის ფონზე ცხადია, სფეროში ძალიან მძიმე მდგომარეობაა,“ - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022