ბიზნესი
04/06/2021

Wollip-ი რბილი დეკორისთვის ქართული მატყლის შიგთავსს გამოიყენებს

Wollip-ი ახალი ქართული ბრენდია ბაზარზე, რომელიც სალომე და ანი ლეკიშვილებმა დააფუძნეს.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, Wollip-ი იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებისთვის სახლური გარემო კიდევ უფრო ჰარმონიული გაეხადათ, მიზეზი კი პანდემია და 2020 წლის განმავლობაში სახლში გატარებული დიდი დრო გახდა - "კიდევ უფრო აღვიქვით ის შეგრძნებები, რომლებსაც ჩვენი ოთხი კედელი გვიქმნის ხოლმე".

სალომე ლეკიშვილი ამბობს, რომ ვიზუალურად საინტერესო და ამავე დროს კომფორტული დეკორის შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა. "ეს პროდუქტი ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, არ არსებობდა და ამიტომაც გვქონდა იმის ლოგიკური მოლოდინი, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იქნებოდა. მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე ვვარაუდობდით. მოვახერხეთ ის, რომ თითოეული მოდელი უნიკალური იყოს და კოლექცია იმდენად მრავალფეროვანი, რომ ადამიანები თითოეულ ქსოვილში, ფერში, ფორმაში პოულობენ საკუთარ თავს და ადგილს მისთვის ინტერიერში,“ – აღნიშნავს, სალომე ლეკიშვილი.

ამ ეტაპზე, Wollip-ის შეძენა მომხმარებლებს Facebook და Instagram-ის პლატფორმებზე შეუძლიათ, რომლის ფასიც 55 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. კომპანიის სამომავლო გეგმაშია პროდუქციის საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზეც განთავსებაც.

„სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პროდუქტის განვითარების ძალიან საინტერესო ხედვა და პროექტი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ბრენდის პოზიციონირებისთვის. ეს ეხება ქართული მატყლის შიგთავსის დამატებას ვოლიპში. პროდუქტის ქართულ მოტივები ჩვენთვისაც, როგორც ვოლიპის შემქმნელებისთვის განსაკუთრებულად ღირებული იქნება და ვფიქრობთ, გაცილებით საინტერესო როგორც ქართველი მომხმარებლისთვის ასევე Etsy-ს პლატფორმისთვის.“–ამბობს, ანი ლეკიშვილი.

ქსოვილები განსხვავებულია, რბილიც, გობელინიც. პროდუქტის მთავარი ღირებულება სწორედ მისი განსხვავებული ორნამენტებია, ფათერნები, ფერები და ქსოვილის სპეციფიკა.

Wollip-ის დამფუძნებლების თქმით, ქსოვილების შერჩევაზე საკმაოდ დიდი რესურსი მიდის და ცდილობენ უნიკალური და განსხვავებული ქსოვილების მრავალფეროვნებით ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას მარტივად მოერგონ.

„Wollip-ის უნიკალურობიდან გამომდინარე, რთულია მიიღო შეკვეთა და შექმნა სტანდარტულად ბევრი ერთნაირი პროდუქტი. თუმცა ეს მოლაპარაკების საკითხია და, რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში განიხილება, თუ ამის რესურსი მოცემულ მომენტში გვაქვს.

გარკვეულ საკითხებზე ახლაც ვმუშაობთ და მათი განხორციელების შემდეგ აუცილებლად ჩავერთვებით თანადაფინანსების პროექტებშიც, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ პროდუქტს ნამდვილად აქვს განვითარების შესაძლებლობა,“ – განაცხადა სალომე ლეკიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023