ბიზნესი
22/07/2021

Wish.ge - ახალი სიტყვა ქართულ ელექტრონულ კომერციაში

ონლაინ კომერცია მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. სექტორის ზრდას პანდემიამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. ბუნებრივია, ამ პროცესს არ ჩამორჩა საქართველოც, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, არაერთი ონლაინ მაღაზია შეიქმნა. თუმცა, მათგან სულ რამდენიმეა, რომელიც მომხმარებლის რეალური ნდობა მოიპოვა.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული და საინტერესო ონლაინ მაღაზიაა Wish.ge, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას, მაღალ ხარისხს და მისაღებ ფასს სთავაზობს. Wish.ge-მ საზოგადოებაში პოპულარობა მალე მოიპოვა და პანდემიის კვალდაკვალ განვითარებასაც ახერხებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ენრი ჯიქია „ბიზნეპარტნიორთან“ საუბარში აცხადებს, მათი ერთგული მომხმარებლის რიცხვი ყოველდღე იზრდება და მათ ამის მიღწევა განსაკუთრებული მიდგომით შეძლეს. მათი მიზანი მუდმივად იყო, ყოველი ნაბიჯი, სატელეფონო თუ წერითი კომუნიკაცია და კურიერისგან ნივთის გადაცემის პროცესი, ყოფილიყო ისეთი, რომელიც ნათლაც დაანახებდა მომხმარებელს კომპანიის რეალურ სახეს და გაუჩენდა ნდობას მათ მიმართ.

„ეს ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, გაჩნდა იდეა რომელსაც Wish.ge დავარქვით, არაფერი ახალი და განსაკუთრებული, უბრალოდ გვინდოდა ისეთი ონლაინ მაღაზიის შექმნა, რომელიც საუკეთესო იქნებოდა ქართულ ბაზარზე. რომელიც იქნებოდა გამორჩეული მომხმარებელთან ლოალურობით.

ყოველთვის ვთვლიდით, რომ კმაყოფილი მომხმარებელი უმთავრესია ბიზნესისთვის, საქმის წარმატებისთვის და, სწორედ ამიტომ, ყველაფერი ამაზე იქნებოდა დაფუძნებული. ყოველი ნაბიჯი, სატელეფონო თუ წერითი კომუნიკაცია და კურიერისგან ნივთის გადაცემის პროცესი, უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც ნათლაც დაანახებდა მომხმარებელს ჩვენს ნამდვილ სახეს.

იდეა იდეად რჩებოდა სანამ არ დადგა პანდემია და ჩვენც დავიწყეთ.

უკვე წელიწადი და ექვსი თვეა ბაზარზე აქტიურად ვართ. ყოველდღე იზრდება ჩვენი ერთგული მომხმარებლის რიცხვი. რეალურად, იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე წარმოვიდგენდით და სწორედ ჩვენი განსაკუთრებული მიდგომით დავიმსახურეთ ეს წარმატება. რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი წინ არის და ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო გავიზრდებით, მეტ მომხმარებელს გავახარებთ და ამ მიდგომას არ შევცვლით, როგორიც ახლა გვაქვს.

„რით განსხვავდება Wish.ge სხვა ონლაინ მაღაზიებისგან? ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შემოვიტანოთ. ჩვენთან მხოლოდ ის ნივთები იყიდება რომლის ხარისხშიც თავად ვართ დარწმუნებული. გვაქვს სწრაფი მიტანის სერვისი, თბილისში და საქართველოს რეგიონებშიც“, - აცხადებს ჯიქია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

Wish.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მობილურის გაჯეტები, კომპიუტერის აქსესუარები, აუდიო და წვრილი საყოფაცხოვრებო პროდუქცია და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც თანხის ერთიანად გადახდის, ასევე განვადების საშუალებით.

როგორც Wish.ge-ს დამფუძნებელი ენრი ჯიქია აცხადებს, ეს ყველაფერი არ არის და კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს კიდევ უფრო მეტად გაფართოებას. გაიზრდება, როგორც პროდუქციის რაოდენობა, ასევე იგეგმება ფილიალის გახსნაც.

„უახლოეს მომავალში ვაპირებთ ფილიალის გახსნას. მართალია, პანდემიის პერიოდში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ნივთების ონლაინ შეძენა იყო და ჩვენც ავუწყეთ ფეხი მსოფლიოს ამ ტემპს. თუმცა, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ მათთვის მიგვეცა არჩევანის საშუალება და სურვილის შემთხვევაში, მათ საშუალება ექნებათ შეიძინონ სასურველი პროდუქტი ონლაინ ან ადგილზე, ჩვენთან სტუმრობის შემდეგ“, - აცხადებს ენრი ჯიქია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

Businesspartner