ბიზნესი
07/12/2020

“ვცდილობთ გადავარჩინოთ კომპანიები“ - სათამაშოების მაღაზია “პეპელას“ და XS toys-ის დამფუძნებელი

„სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ და XS toys–ის დამფუძნებელი ირაკლი გაგნიძე კომპანიებში არსებულ მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

„საკმაოდ სერიოზული კლებაა გაყიდვებში. სათამაშო ისეთი პროდუქტია, რომ ონლაინ გაყიდები ჭირს. ბავშვებს სხვანაირი ემოცია და მუხტი სჭირდებათ, სულ სხვა არის როდესაც მაღზიაში არჩევს პროდუქტს და არა ონლაინ, კომპიუტერის მეშვეობით. ამიტომ ახალი რეგულაციები და ზოგადად, პანდემია ამ სფეროზე უფრო ცუდად აისახა. რაც შეეხება XS toys-ს, რომელიც ძირითადად მოლებშია განთავსებული კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ვცდილობთ გადავარჩინოთ კომპანიები და თანამშრომლებიც მეტწილად შევინარჩუნოთ.  დანაკარგები გვექნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავუბრუნდეთ ძველ მაჩვენებლებს, თუმცა, ამისთვის წლები დაგვჭირდება.“– აღნიშნავს ირაკლი გაგნიძე.

“პეპელას“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი წამყვანი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელია, ისევე როგორც XS Toys-ი, რომელიც სათამაშოებისა და ბავშვთა პროდუქტების საბითუმო და საცალო სფეროში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს და პროდუქციის ასორტიმენტი მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდებით არის წარმოდგენილი.

Businesspartner