ბიზნესი
20/01/2023

ვისოლი: 1 თვეში საწვავი 30 თეთრით გავაიაფეთ, ეს ტენდენცია გაგრძელდება

ნავთობიმპორტიორები საწვავის ფასების შემცირებას პროგნოზირებენ.

როგორც „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პიკური ნიშნულიდან დღემდე ბენზინის ფასი უკვე 1.10 - 1.20 ლარის ფარგლებში შემცირდა.

„საბედნიეროდ, კარგი ნიშნულები გვაქვს. როგორც გაცვლითი კურსი, ისე პლატცსის ღირებულება იძლევა იმის საშუალებას, რომ მომდევნო პერიოდშიც ფასები შემცირების მიმართულებით დავაკორექტიროთ. საწვავი ბოლო ერთ თვეში 30 თეთრით გავაიაფეთ.

რაც შეეხება მოლოდინებს, ძნელია წინასწარ განვსაზღვროთ, თუმცა, იმის გათვალისწინებით რომ ყოველწლიურად ნავთობზე ფასები გაზაფხულიდან იზრდება, ალბათ ეს ტრენდი მიმდინარე წელსაც  საწვავის ღირებულებაზე აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები.“-აღნიშნა ვასილ ხორავამ.

მისივე თქმით, ნავთობის ფასებს სეზონურობიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში როგორც წესი, შემცირების დინამიკა ახასიათებს.

„გლობალურად, სხვადასხვა ტიპის ნავთობის ფასების კლების ტრენდი ნოემბრიდან დაიწყო და დეკემბერშიც საკმაოდ აქტიურად გაგრძელდა.“- განმარტა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტრმა.

Businesspartner