ბიზნესი
29/11/2021
ვირუსის ახალი შტამის გავრცელებამ სასტუმროების, ავიაკომპანიებისა და ნავთობის ფასები შეამცირა
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიშის მიხედვით, ვირუსის ახალი შტამის გავრცელებამ სასტუმროების, ავიაკომპანიებისა და ნავთობის ფასების შემცირება გამოიწვია.
"მართალია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა თავის მხრივ ინფლაციური წნეხის შერბილებას გულისხმობს, თუმცა, რადგანაც ამის მიზეზი ვირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ზრდაა, საქართველოს შემთხვევაში ეს ლარის განაკვეთის უფრო ზომიერი შემცირების არგუმენტია."–აღნიშნავს, მთავარი ეკონომისტი.