ბიზნესი
23/09/2020

ვირტუალური რეალობის კლუბი - თბილისში ახალი გასართობი სივრცე გაიხსნა

პანდემიის ფონზე, თბილისს ახალი გასართობი სივრცე Cosmo VR შეემატა, სადაც მისულ ადამიანს სათვალეების მორგება და საინტერესო თავგადასავლებში ჩართვა შეუძლია.

თავგადასავლების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ აღმოჩნდნენ ნიუ-იორკის ცათამბჯენის მე-100 სართულზე, ჩაებან ბრძოლებში, მტრებისგან დაიცვან ციხე-სიმაგრის კედელი, შეიგრძნონ ადრენალინი და დახარჯონ ემოციები.

Cosmo VR–ში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა და მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია მეორე ფილიალის დამატებაც.

„რეგულაციებისა და წესების დაცვით ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია კლუბში მოსვლა, სადაც რეალობის შეცვლას და მათთვის სასურველ სიტუაციაში აღმოჩენას ვთავაზობთ. მაგალითად, ზაფხულში თუ თხილამურით სრიალი უნდათ და ამის შესაძლებლობა არ არის, ალპებში აღმოჩენასა და უმაღლესი წერტილიდან ჩამოსრიალებას, თუ ბავშვობაში ფრენაზე უოცნებიათ, ამ ოცნების ახდენას. ასევე, მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ გართობას, მაგალითად, შესაძლებელია მოვიდეს 4 მეგობარი, გახდნენ თამაშის გმირები და ერთად გადალახონ ყველა დაბრკოლება.  საოცარი ისაა, რომ შეგრძნებები რეალურია, რასაც აკეთებ, გგონია, რომ რეალურ ცხოვრებაში ხდება,“ - განმარტავენ კომპანიაში.

ვირტუალური რეალობა მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება და ამოუწურავია მისი შესაძლებლობები. დამფუძნებლის თქმით, მათი მიზანია, საქართველოში უფრო პოპულარული გახადონ ეს სფერო, განვითარდნენ და არ ჩამორჩნენ ტენდენციებს.  

„ძირითადი ნაკადი ჩვენი მომხმარებლის, ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდების საშუალებით გვიკავშირდება. ასევე შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენს საიტზე cosmovr.ge-ზე, სადაც გაეცნობიან თამაშებს, ფასებს და ა.შ. ვაპირებთ საიტზე დავამატოთ წინასწარი ჯავშნის ფუნქცია,“ – ამბობს Cosmo VR–ის დამფუძნებელი.

 

Businesspartner