ბიზნესი
01/07/2022

ვინტაჟური სივრცეები და საუკეთესო გემოები - რას გთავაზობთ თელავის შუაგულში რესტორანი "ბატონთან"

თელავი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ქართველ თუ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. აქ მასპინძლობა და კერძების დაგემოვნებაც განსაკუთრებულია.

შუაგულ თელავში, ქართული რესტორანი “ბატონთან” სწორედ, ის ადგილია, სადაც მყუდრო და განსაკუთრებულ გარემოში უგემრიელესი კახური და ევროპული კერძების გასინჯვა შეგიძლიათ. რესტორანი ბატონის ციხის მოპირდაპირედ (მის: რუსთაველის გამზ. #2.) სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თელავის პირველ სართულზე მდებარეობს. რესტორნის ინტერიერი სადაა და  კახეთისთვის დამახასიათებელი ისტორიული ელემენტები კარგად ერწყმის თანამედროვეობას. მენიუ მრავალფეროვანია და პასუხობს როგორც ქართული ტრადიციული, ისე თანამედროვე ევროპული სამზარეულოების მოყვარული გურმანების მოთხოვნებს.

როგორც ამბობენ, კერძის ხასიათის და თავისებურების უკეთ აღსაქმელად გარემოს დიდი მნიშვნელობნა აქვს. რესტორანი „ბატონთან“ კი, თავისი ღია და დახურული სივრცეებით სწორედ, ამ ყველაფრისთვის იდეალური ადგილია. რესტორანი თანამედროვე და ვინტაჟურ სივრცეებს აერთიანებს, რომელიც იდეალურად შეეფერება „ბატონთან“ მენიუს კონცეფციას.

როგორც ჩანს, რესტორნის დამფუძნებელს განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა, შეექმნა ისეთი კვების ობიექტი სადაც, როგორც უცხოელი სტუმრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ძველებური ტრადიციებით მომზადებულ ოჯახურ კერძებს დააგემოვნებდა: ეს არის, ტრადიციული ქართული საოჯახო გემოვნული თვისებების მქონე რესტორანი. კერძების გამორჩეულ გემოს კი გარდა ადგილობრივი გლეხებისგან შეძენილი პროდუქციისა
პროფესიონალი პერსონალი ქმნის, რომლებმაც მოიძიეს და აღადგინეს ბევრი მივიწყებული ქართული კერძი. რესტორანი ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად თანამედროვე კერძების მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ.

რესტორნის შექმნელებმა ყველა ასაკის ადამიანებისთვის იზრუნეს. სამაგიდო თამაშების მოყვარულებს ლაუნჯ ბარი მასპინძლობს, ბავშვებისთვის კი ტერასზე შესანიშნავი გარემოა შექმნილი. ერთი სიტყვით, მობრძანდით „ბატონთან“ და თავი იგრძენით საკუთარ სახლში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023