
ბიზნესი
02/11/2021
ვინ განახორციელებს საპენსიო სააგენტოს აუდიტს - პარლამენტი კომპანიას 12 ნოემბრამდე შეარჩევს
პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს.
კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებს: „დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ ("Ernst & Young Global Limited"), „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო). სწორედ აქედან ერთ-ერთი განახორციელებს სააგენტოს აუდიტს.
საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები დღეს გახსნა.
როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-იმ განახორციელა.