Viber-ის აპლიკაციის ტექნოლოგიური მომსახურება საქართველოდან განხორციელდება
Viber-ის აპლიკაციის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ.
საწარმოს 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორია ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია Viber Media Sàrl-ი.
როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი “ვაიბერ ჯიეის” 8 აპრილს მიენიჭა.
“ვაიბერ ჯიეი” აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას Viber Media Sàrl-ს გაუწიოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება Viber-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით.
მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს “ვაიბერ ჯიეის”, რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა მიმდინარე წლის 8 აპრილს.