ვაჟა მებაღიშვილი:უძრავ ქონებაზე ფასები დაახლოებით 125%-ითაა გაზრდილი
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Noble Reale Estate-ის დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2022 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ უძრავი ქონების სექტორში ტრანზაქციები წელს გააქტიურებული იყო. საკმაოდ მაღალი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ინტერესიც.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რაც ქმნიდა როგორც სასიკეთო, ისე ნეგატიურ გარემოს.
„მიგრანტების შემოსვლის პარარელურად ყველა ვაკვირდებოდით ფასის ზრდას, რაც ძალიან სწრაფად მოხდა, ეს ერთგვარი აფეთქებასავით იყო. ანალიტიკოსების მტკიცებით, ჯამურად ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 125%-ითაა გაზრდილი. საუბარია, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე,გაძვირებულია გასაყიდი უძრავი ქონებაც,“-აცხადებს მებაღიშვილი.
რა ტიპის უძრავი ქონება იყო და არის მიგრანტებში უფრო მეტად მოთხოვნადი, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი განმარტავს, რომ იყო სეგმენტი, რომელიც ახალშენებულ კორპუსებში ძვირადღირებულ საიჯარო ქონებას ითხოვდა.
საუბარია, თვეში საშუალოდ 3000-დან 6000 აშშ დოლარამდე გადასახადზე. მეორე ნაწილს კი ბიუჯეტი 500 აშშ დოლარიდან 1000 დოლარამდე ჰქონდა.