ბიზნესი
10/09/2020

ვანო მთვრალაშვილი: ამ ეტაპზე, ლარის გაუფასურება საწვავის ფასზე არ იმოქმედებს

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, საწვავის გაძვირება საერთაშორისო ფასების ზრდას უკავშირდება.

„ნავთობი და ნავთობპროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, შესაბამისად ამან გავლენა იქონია საქართველოს ბაზარზეც. 25 თეთრით მოიმატა საწვავმა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე და 45 თეთრით არაბრენდირებულზე. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ამ ეტაპზე საწვავის ფასზე ეს არ იმოქმედებს. თუმცა, თუ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა რა თქმა უნდა, სხვა მოცემულობის წინაშე დავდგებით,“– აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

საწვავის ბაზარზე მდგომარეობა არაორდინალური იყო, წლის დასაწყისში ფასი მაღალი იყო, covid19-ის შემდეგ საგრძნობლად დაიკლო და ბოლო ორი თვეა მატების ტენდენციაა.

„სამწუხაროდ, დღევანდელი მოცემულობა, რაც საერთაშორისო ფასებთან მიმართებაში და თუნდაც ლარის კურსთან გვაქვს, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასები სტაბილურად შენარჩუნდეს, მეტიც, ზოგიერთ კომპანიებს ფასების ზრდაც შეიძლება მოუწიოს,“ - ამბობს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე.