ბიზნესი
23/02/2021
ვაკეში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, გლდანში გაიზარდა
TBC Capital-ის მიხედვით, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, უძრავ ქონებაზე გარიგებების რაოდენობა თბილისის უმეტეს რაიონში შემცირდა.
ყველაზე მკვეთრი წლიური შემცირება დაფიქსირდა ჩუღურეთში -49%–ი, სამგორში -25%–ი, და ვაკეში -24%–ით.
დადებითი დინამიკაა რამდენიმე რაიონში. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა გლდანში 5% –ით, დიდუბეში - 12%-ით და კრწანისში - 6%-ით.
აღსანიშნავია, რომ იანვარში საბურთალოზე, დიდ დიღომსა და გლდანში გაყიდულმა საცხოვრებელმა ფართმა საერთო ჯამში, 46%–ი შეადგენდა. ყველაზე ნაკლებად აქტიური რჩება ჩუღურეთი და მთაწმინდა, სადაც იანვარში მხოლოდ 3 და 4 ათასი კვ.მ საცხოვრებელი ფართი გაიყიდა.