"ვაკე პლაზას" სივრცის 50% დატვირთულია
მრავალფუნქციური სივრცე „ვაკე პლაზას“ პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან ჩერგოლეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დატვირთულობა წინასწარ გათვლილ მოლოდინებს ამართლებს.
დღევანდელი მონაცემებით, „ვაკე პლაზას“ 50% დატვირთულია, თუმცა, პანდემიის პირობებში ეს მაჩვენებელი ნორმალურია. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე სართულთან დაკავშირებითაც.
კითხვაზე, ხომ არ მოუწია კომპანიას საფასო პოლიტიკის გადახედვა, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ კომპანიას ფასები არ შეუმცირებია და ის დამოკიდებულია ფართსა და ხელშეკრულების სხვა პირობებზე.
ბიზნეს ცენტრი "ვაკე პლაზა“ 2021 წლის მარტში გაიხსნა. პროექტში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრი 11-სართულიანია და მისი ფართი ჯამში 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სპეციალურად ავტოფარეხისთვის მიწისქვეშ გამოყოფილია 4 სართული, ჯამში 11 000 კვადრატული მეტრი.