ბიზნესი
31/03/2022

უზნაძეზე Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2023 წელს იგეგმება

თბილისში, უზნაძის N14-ში Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2023 წლის დეკემბერში იგეგმება.

კომპანია „ბეტა ჯგუფის“ დირექტორი გიორგი ჯოხაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 2022 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა, პანდემიის გამო სამშენებლო სამუშოები გარკვეული პერიოდი შეჩერდა.

მისი განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რომელიც შეჩერებული სამუშოების განახლებას ითვალისწინებს.

პროექტი არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას ხორციელდება. საუბარია, ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექის მშენებლობაზე.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო 227 ნომრიანი იქნება, ამას ემატება 133 ნომრიანი აპარატამენტი, კომერციული ფართები პირველ სართულზე, 25 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და სივრცეები კაფე-რესტორნებისთვის. კომპლექსს კომპანია „ანაგი“ ააშენებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 18 მილიონ დოლარია.

კომპანია „ბეტა ჯგუფი“ 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა.