USAID-სა და Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც, ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებაა.
Mastercard-მა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ციფრული პარტნიორობის პროგრამა წამოიწყო. აღნიშნული ინიციატიცა, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების პროცესს და მათთვის აფართოვებს ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებს. ასევე, ეს პროგრამა, ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, მოიცავს მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებას და დამატებით, ავითარებს არსებულ ეკოსისტემას - უკეთესი ფინტექ გადაწყვეტილების მისაღებად.
USAID-ის დირექტორი, პიტერ ვიბლერი - „Mastercard-თან თანამშრომლობით ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ქვეყანას გაძლიერდეს ციფრული ეკონომიკის მიმართულებით და გახდეს გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში. მოუთმენლად ველოდებით Mastercard-თან პარტნიორობის გააქტიურებას, რათა გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრონლობა კერძო სექტორის პარტნიორებთან და შედეგად, გავზარდოთ ტურიზმის ინდუსტრია, დავეხმაროთ ბიზნესებს გაფართოებაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“.
იასემინ ბედირი, Mastercard-ის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - „სიამაყით ვაცხადებ, რომ უკვე 22 წელზე მეტია, Mastercard საქართველოში ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური გადახდის მრავალი მეთოდი და ვითანამშრომლეთ გადახდის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებთან. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან. მართლაც, განვითარებად ქვეყნებს შორის, საქართველო ის ბაზარია, სადაც უნაღდო გადახდების რაოდენობა სწრაფად მზარდია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ნამდვილად ციფრული ეკონომიკის გზაზე დგას.“
შეგახსენებთ, Mastercard-ი არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
რაც შეეხება USAID-ს, ის აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტოა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.
1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ:
5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.