ბიზნესი
30/09/2021

USA2GEORGIA 1-ლი ოქტომბრიდან წლის ბოლომდე მოცულობით წონას აუქმებს

USA2GEORGIA 1-ლი ოქტომბრიდან 2021 წლის ბოლომდე, გზავნილებზე მოცულობით წონას აუქმებს.
 
"ონლაინ-მაღაზიები სულ მალე თავბრუდამხვევ ფასდაკლებებს დაანონსებენ, თქვენ კი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეგიძლიათ გამოიწეროთ სასურველი ნივთები კომფორტულად და მყუდროდ მოკალათებულმა.
 
წარმატებულ საშემოდგომო და წინა საახალწლო "შოპინგს" გისურვებთ!,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
შეგახსენებთ,USA2GEORGIA (IATA-ს წევრი) ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია ლოჯისტიკის სერვისი, ტვირთების მოწოდება მითითებული მისამართიდან, ტვირთების შეჯგუფება, რთულად გადასაზიდი ტვირთების ტრანსპორტირება და გადმოგზავნა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.