უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე ახალი ბრენდი "მაისი" გამოჩნდა
კომპანია „მაისი 2020“, რომელიც ნატურალურ წვენებს „მაისის“ ბრენდით აწარმოებს, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე 1 თვეა შევიდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართულ ნედლეულზე დამზადებული ნატურალური, სრულიად უშაქრო წვენები 250 მლგ-იანი მინის ბოთლებით იყიდება და მისი გასაყიდი ფასი 3.5 - 4 ლარის ფარგლებშია.
მათი ინფორმაციით, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერიბისგან იბარებს და ამ დროისთვის 5 დასახლების ნატურალურ წვენს აწარმოებს, რომელსაც 0% შაქრის შემცველობა აქვს. კომპანიის წლიური წარმადობა 2 მლნ ბოთლია.
კომპანიას წარმოება ნატახტარში აქვს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2.8 მილიონი ლარია.
უალკოჰოლო სასმელი „მაისი“ ამ დროისთვის რამდენიმე ობიექტში იყიდება, მათ შორის, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბში“, „შუმბა ლენდში“, „ტერმინალში“. მათივე განცხადებით, სასმელი უახლოეს მომავალში ექსპორტზეც გავა. ამ კუთხით მოლპარაკებები მიმდინარეობს, მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სასმელი „მაისი“ ბრიტანეთის, დუბაის და ჩინეთის ბაზრებზეც გაიყიდება.