ბიზნესი
13/06/2023

უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხი გააქტიურდეს

საავტომობილო მოძრაობის კუთხით არსებული სავალალო ვითარების ერთ-ერთი მიზეზი ავტოსკოლების უკონტროლო საქმიანობაა. ამის შესახებ სფეროს ექსპერტები „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია ეს სფერო რეგულაციების ქვეშ მოექცეს, რაც ერთ-ერთი ევროდირექტივაა, თუმცა მისი შესრულება გვიანდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ განმარტა, წლებია, სფეროს ექსპერტები და ასოციაციები აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებას ითხოვენ, თუმცა საკითხი ადგილიდან ჯერ არ დაძრულა. ამასთან, მას აქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გეგმავენ, დაუბრუნდნენ ამ თემას და ახლო მომავალში, შესაძლოა, ამ კუთხით გარკვეული ინიციატივები გაჟღერდეს.

მისი თქმით, ამ დარგზე დღეს რეგულაციები პრაქტიკულად არ ვრცელდება და ავტოსკოლის გახსნისთვის არათუ ინდმეწარმის ან შპს-ს დარეგისტრირებაა საკმარისი, ასეთი სკოლების 95% საერთოდ რეგისტრაციის გარეშე საქმიანობენ და ერთი-ორი სკოლა თუა, რომელსაც შსს-ს მომსახურების სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია (ინფრასტრუქტურის, სასწავლო მეთოდოლოგიის, ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ) აქვს წარდგენილი.

„არსებობს ავტოსკოლების ლიცენზირების სხვადასხვა მოდელი. ეს სფერო განათლების სამინისტროს ქვეშ უნდა გადავიდეს. უნდა არსებობდეს მართვის გაკვეთილების საათების განსაზღვრული რაოდენობა, რომელთა გავლაც აუცილებელი უნდა იყოს გამოცდაზე დასაშვებად, როგორც ეს ეროვნული გამოცდების შემთხვევაში ხდება. ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო სტრუქტურებთან. ჯერჯერობით საკითხი არ დაძრულა, თუმცა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, შესაძლოა, სახელმწიფო დაუბრუნდეს ამ თემას. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული რეფორმა ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა გაგვეხორციელებინა და იმედია, ახლა მაინც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები,“- განაცხადა იზორიამ და აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის კუთხით ქვეყანაში არსებული რთული ვითარების ერთერთი მიზეზი სწორედ ავტოსკოლების რეგულაციების მიღმა ყოფნაა.

პრობლემაზე საუბრობენ თავად ავტოსკოლების წარმომადგენლებიც. „ავტოსკოლა ილოს“ დამფუძნებლის ზურაბ რაჯებაშვილის განცხადებით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების გარდა, ლიცენზირების კრიტერიუმებს შორის უნდა იყოს პედაგოგების სერტიფიცირებაც.

„უნდა ტარდებოდეს გამოცდები, რათა დადგინდეს, ვის აქვს სწავლების უფლება. ხშირია შემთხვევა, როცა ავტოსკოლებს ხსნიან ადამიანები, რომლებსაც თავად არ აქვთ მართვის მოწმობები. დაიზეპირებენ ბილეთებს და ასე მუშაობენ,“ - აღნიშნა რაჯებაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023