ბიზნესი
27/07/2021

Turkish Airlines-მა ქართულ ავიაბაზარზე ლიდერობა დაიბრუნა

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Turkish Airlines-ი პირველობას იბრუნებს.

თურქულმა ავიაგადამზიდავმა 2021 წლის 6 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პოზიციები 2%-ით (12%) გაიმყარა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 4%-ით (10%).

AviaNews-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ 2021 წლის 6 თვეში Turkish Airlines-ი 76216 მგზავრს მოემსახურა და საქართველოს ავიაბაზრის 14%-იანი წილის მფლობელია.

12%-იან წილს ფლობს უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც 2021 წლის იანვარ-ივნისში 64125 მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიამ ერთის წლის განმავლობაში პოზიციები 7%-ით გაიუმჯობესა.

რეიტინგში რიგით მესამე პოზიციაზეა თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი, რომელიც 2021 წლის 6 თვეში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 43951 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 8%-იან წილს ფლობს.

7-7%-იანი წილის მფლობელები არიან ბელორუსული ავიაკომპანია Belavia და ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines-ი.

2021 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი 28094 მგზავრით ბაზრის 5%-ის მფლობელია არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai.

2021 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან ავიაკომპანიები: El Al Israel Airlines-ი, LOT Polish Airlines-ი და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA). ბაზრის 3-3%-ს კი აკონტროლებენ: Aircompany Armenia, Air Astana, Wizz Air-ი, Qatar Airways-ი, Flynas-ი და Georgian Airways-ი.

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრთნაკადის სტატისტიკა ასეთია:

ავიაკომპანია Turkish Airlines – 76 216 მგზავრი 14%;
ავიაკომპანია SkyUp Airlines – 64 125 მგზავრი 12%;
ავიაკომპანია Pegasus Airlines – 43 951 მგზავრი 8%;
ავიაკომპანია Belavia – 37 799 მგზავრი 7%;
ავიაკომპანია Israir Airlines – 36 927 მგზავრი 7%;
ავიაკომპანია FlyDubai – 28 094 მგზავრი 5%
ავიაკომპანია LOT Polish Airlines – 23 800 მგზავრი 4%
ავიაკომპანია Ukraine International Airlines – 21 989 მგზავრი 4%
ავიაკომპანია EL AL Israel Airlines – 21 956 მგზავრი 4%

Businesspartner