თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, მუსტაფა თუზჯუს განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს მხოლოდ პროდუქციაზე და ის არ ვრცელდება სერვისებზე.
“ვცდილობთ მას სხვა მიმართულებებიც დავამატოთ და იგი სოფლის მეურნეობის უფრო მეტ პროდუქციას მოიცავდეს”, - აცხადებს თუზჯუ.
ამბობს, რომ მათი მოსაზრებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 3 მილიარდ დოლარამდე უნდა გაფართოვდეს.
მისივე ცნობით, ქართული მხარისგან არის მოთხოვნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას დაემატოს თაფლი, სხვადასხვა ცხოველური პროდუქცია, რა მიმართულებითაც იქნება ასევე დაწესებული კვოტები, სწორედ ესაა ის საკითხები რაც განხილვის საგანია.
თუზჯუს ცნობით, ორივე მხარე პოზიტიურადაა განწყობილი. “ვფიქრობთ, რომ 2022 წელს ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება”, - აცხადებს თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2007 წელს გაფორმდა.