ბიზნესი
10/03/2022

თურქეთიდან იმპორტირებული წამლები "ფარმადეპოს" ყველა აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, თუ დღეს თურქეთიდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტების შეძენა „ფარმადეპოს“ 10 ფილიალშია შესაძლებელი, უახლოეს მომავალში ეს არეალი გაფართოვდება.

„ვმუშაობთ ამ მიმართულებით, დროა საჭიროა, მალე გაიზრდება ნაშთებიც და შეძენა შესაძლებელი იქნება ყველა ჩვენს აფთიაქში. დაგეგმილია რეგიონების ათვისებაც. ერთი შესყიდვა უკვე განახორციელეთ, მეორე პარტიის შემოსვლა დღე-დღეზე იგეგმება,“-აცხადებს გამყრელიძე.

როგორც ცნობილია,  თურქეთის ბაზარი მედიკამენტების იმპორტისთვის იანვარში გაიხსნა. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია. „ფარმადეპოს“ ქსელში მისი შესყიდვა  ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 10 აფთიაქშია შესაძლებელი. კერძოდ, თბილისი: ვ.ფშაველას 6, სანაპიროს 10 ( სრული ასორტიმენტი), ვ.ფშაველას 65, სამგორი-კახეთის გზატკ. 36, მელიქიშვილის გამზ. 6

ზუგდიდი-გამსახურდიას 8

ბათუმი-მელიქიშვილის 18

ქუთაისი- აღმაშენებელი24

თელავი-ალაზნის 43

გორი-იურუშალაიმის 9

შეგახსენებთ,”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი L-ისა და  კომპანია „გეფას“ ფარმაცევტული ქსელების  (ჯიპისი და ფარმადეპო) მფლობელია.