ბიზნესი
21/01/2022

ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი სტუდენტებს გაზაფხულიდან მიიღებს

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი პირველ სტუდენტებს  გაზაფხულიდან  მიიღებს.

კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი  დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება.

ჯანაშვილის ინფორმაციით, 16 წლიდან ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს 3, 6  ან 12 თვიანი კურსები.  კითხვაზე, რა ეღირება მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტურიზმის სასწავლებელში სწავლა, ჯანაშვილი აცხადებს, რომ ტარიფი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.

„ეს იქნება დასაქმებაზე მიბმული მოდელი, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო სასტუმროებში დაასაქმებს. ტრენინგები გათვლილია მათთის, ვისაც ამ სფეროში უნდა დასქმება, ან უკვე არის, მაგრამ პოზიციურად წინსვლა სურს,“ - აცხადებს ჯანაშვილი.

მას შემდეგ, რაც სასწავლებელი განათლების სამინისტროსგან ავტორიზაციას მიიღებს, ბაკალავრის და მაგისტრატურის კურსაც დაიწყებს.

პროექტში მთლიანობაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

შეგახსენებთ, ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წელს  გაფორმდა, რომლის მიხედვით, „ბლოკ ჯგუფს“ საქართველოსა და სომხეთში მოღვაწეობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. 

Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის 2018 წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად იქნა აღიარებული.

Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს პარიზში გაიხსნა. პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა.

1984 წელს კამპუსი გაიხსნა ლიონში, 1989 წელს — ნიმესში, 1994 წელს — ბორდოში. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. Vatel-ი სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა.

Businesspartner