ბიზნესი
04/04/2022
ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება
მთავრობის გადაწყვეტილებით ტურისტულ სექტორს 2021 წელს ქონების გადასახადი ჩამოეწერება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ აღნიშნულ სექტორში არსებული გამოწვევები შეისწავლა და ვინაიდან, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ისინი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან.
"ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, პრობლემები, რომლებიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში. შესაბამისად, 2021 წელს ეს სექტორი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.