ბიზნესი
26/05/2021

"ტურისტებმა ჩვენი სტუმართმოყვარეობა რომ შეიგრძნონ რეგულაციების შემსუბუქება მნიშვნელოვანია"

Schuchmann Group–ის აღმასრულებელი დირექტორი, ნუცა აბრამიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევას, სხვა შეზღუდვების შემსუბუქებასა და იმუნიზაციის პროცესს მნიშვნელოვანს უწოდებს.

მისი თქმით, დასასვენებელი კომპლექსი Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA წელიწადში 20 000-ზე მეტ დამსვენებელს მასპინძლობს და უსაფრთხო მომსახურება მნიშვნელოვანია.

„2021 წელი არის 2020-ის გავლენის ქვეშ, თუმცა ასევე არის გამოჯანმრთელების და ახალ რეალობასთან შეგუების წელი. რა თქმა უნდა, 2021 არ იქნება ისეთი აქტიური, როგორიც იყო 2019 და ძველი ნიშნულის დაბრუნებას 2-4 წლამდე დასჭირდება, თუმცა რეგულაციების შერბილება, კერძოდ ე.წ. კომენდანტის გადაწევა იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ადგილობრივი ბიზესისა და სერვისის რეალიზაციისთვის.

იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოსულმა სტუმარმა უკეთესად იგრძნოს ქართული სტუმართმოყვარეობა, თუნდაც 2 საათით შეზღუდვის შემსუბუქება დიდი შეღავათია. ამას ემატება იმუნიზაცია, რომელიც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი სრულად ჩაერთვება ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესში. რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფს თანამშრომლებისა და სტუმრების  უსაფრთოებას,“ – აღნიშნავს Schuchmann Group–ის CEO "ბიზნესპარტნიორთან".

შეგახსენებთ, რომ Schuchmann Wines Chateau არის დიდი კომპლექსი სოფელ კისისხევში. სადაც გაერთიანებულია, სასტუმრო კომპლექსი, ვილები, ქართული სამზარეულო, მარანი, სადეგუსტაცია სივრცე, აუზი და SPA მომსახურება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023