“თუ დროულად არ მიიღებენ გახსნის გადაწყვეტილებას, სექტორი ვერ გადარჩება“
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სპორტული დარბაზების გახსნის თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ყოფილა.
„წინა ლოკდაუნის დროს აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები იყო, დეტალურად გავდიდიოთ იმ რეგულაციებს, რომელთან ერთადაც მოგვიწევდა მუშაობა. თუ ვერ მოხერხდება დროულად გახსნის თარიღზე ჩამოყალიბება, სექტორი უბრალოდ ვერ მიაღწევს იმ პერიოდამდე, მარტამდე ან აპრილამდე, როდესაც შეზღუდევებს მოხსნა იგეგმება.
ორი მოთხოვნა გვაქვს, პირველი-გავრცელდეს იგივე ტიპის დახმარებები, რაც ყველა სხვა სექტორზე გავრცელდა, თუნდაც, ბანკის პროცენტის სუბსიდირება. ვიცი, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამაზე მუშაობს და უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მეორე მოთხოვნა არის ის, რომ დროულად მოხდეს შეტყობინება, რა პერიოდისთვის უნდა ველოდოთ გახსნას.“ –აღნიშნას გიორგი ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად სპორტული დარბაზების მუშაობის აღდგენის გეგმაზე მსჯელობს. ამის შესახებ მთავარმა შრომის ინსპექტორმა, ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა. ფერაძემ კონკრეტულ გეგმაზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესის დაწყება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი.