ბიზნესი
15/04/2022

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ₾47 მლნ-ად გაიყიდა

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ₾47 მლნ-ად გაიყიდა. 

ქონება ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორ ეტაპად გამოიტანა.

გასაყიდად სულ გამოტანილი იყო 30 უძრავი ქონება, რომლის ჯამური საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 40.66 მლნ ლარს შეადგენდა. უძრავ ქონებაზე მაღალი დაინტერესება დაფიქსირდა და შესაბამისად, მთლიანობაში გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 47 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც სააგენტოში განმარტავე, დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად,  ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.