ბიზნესი
01/04/2022
წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი "მედეა" ₾5.8 მლნ-ად იყიდება
წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი “მედეასი“ ₾5.8 მლნ-ად იყიდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა წყალტუბოში, გურიელის N3-ში მდებარე 76 621 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N17 შენობა-ნაგებობები.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში ახალმა მფლობელმა უნდა მოაწყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, ჯამშო 10 მილიონი ლარის ინვესტიციით.
აუქციონი 14 აპრილს დასრულდება.