ბიზნესი
06/12/2021

წონის კლების კომპანია BCA მობილურ აპლიკაციას 2022 წლის თებერვალიდან აამოქმედებს

კომპანია "ბისიეი" (BCA), რომელიც კომპლექსური მიდგომით ჭარბი წონის პრობლემის გადაჭრას ემსახურება, 2022 წლის თებერვლიდან მობილურ აპლიკაციას შექმნის.

როგორც კომპანიის თანამფლობელმა გიორგი ვადაჭკორიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ეს იქნება ბევრად უფრო გამარტივებული ფორმა მომხმარებელსა და კომპანიის მენტორებს შორის.

მისი განცხადებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კომპანია მომხმარებლებს მომსაახურებას დისტანციური ფორმით სთავზობს. რაც ყველაზე მთავარია, კომპანიაში წონის კლება ფსიქოლოგის, ნუტრიციოლიოგის, წონის კლების მენტორის და მასაჟისტის ჩართულობით ხდება.

„მას შემდეგ რაც ავამოქმედეთ დისტანციური მომსახურება (Facebook messenger-ით და WhatsApp-ით) თითქმის გაორმაგდა იმ მომხმარებლების რიცხვი, ვინც ბისიეითი იყო დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის სექტემბრიდან კომპანიამ თავისი მომსახურება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა და ქართველ ემიგრანტებს შესთავზა. ზუსტად სამმაგი რაოდენობის მომხმარებელი გყავდა, ვიდრე აქამდე. აპლიკაციის შექმნის იდეაც აქედან წამოვიდა,“ - აცხადებს ვადაჭკორია.

კომპანია ბისიეიში (BCA) 3 თვიანი მომსახურება 600 ლარი ღირს, 6 თვიანი - 850 ლარი, პრესოთერაპიის და მასაჟის მომსახურების საფასური  40 ლარს შეადგენს. მოქმედებს განვადების სისტემაც.

ცნობისთვის, კომპანია "ბისიეი" საქართველოს ბაზარზე აქტიური ოპერირება პანდემიის დასაწყისში დაიწყო.  

კომპანია ბისიეი (BCA) რომელიც კომპლექსური მიდგომით ჭარბი წონის პრობლემის გადაჭრას ემსახურება, "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ Shark Tank Georgia • შარქ თენქ საქართველო დაფინანსება მოიპოვა. კომპანიამ  90 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 25%-ის სანაცვლოდ მიიღო.