ბიზნესი
15/06/2022

წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო "ტიმეო" გაიხსნა

წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმო ყოველწლიურად 1000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და პროდუქტს სრულად ექსპორტზე გაიტანს. საწარმოს მფლობელმა კომპანია ტიმეომ მოლუსკების და თევზეულობის ლიდერ ფრანგულ კომპანიასთან "ესკალთან" ხელშეკრულება უკვე გააფორმა და საწარმოს გადამამუშავებულ ლოკოკინას სრულად შეისყიდის.
 
საწარმო "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია. კომპანია „ტიმეო“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის სესხი მიიღო. 
 
„ამ ახალგაზრდებმა აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება ძალიან მოკლე დროში წარმატებული პროექტის კარგად ორგანიზება და პირველი მნიშვნელოვანი შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგეს. მოხარული ვარ, რომ მათ წარმატებში სახელმწიფოსაც თავისი წვლილი აქვს და კომპანიამ პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით განავითარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ხელს უწყობს რეგიონში დასაქმებას“, - აღნიშნა საწარმოს გახსნაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
 
ლოკოკინების გადამამუშავებელი უმაღლესი სტანდარტების ქარხანას მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერთიფიკატი. საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივები. 
 
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით სულ დაფინანსებულია 65 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონ ლარამდეა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1 230-ია.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023