ბიზნესი
15/09/2021

Tsikolia Watches-ი წლის ბოლომდე საათების ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებს

ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია 2021 წლის ბოლომდე საათების ოთხ ახალ მოდელს გამოუშებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განაცხადა.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს  Pilot Watch-ის ახალ მოდელზე მუშაობა, დიზაინზე ვმუშაობთ,“ - აცხადებს ზვიად ციკოლია.

მისივე ინფორმაციით, პირველი საათი, რომელიც საქართველოში აეწყო და რომელსაც დიზაინერის მეუღლის სახელი „მარინა“ ჰქვია, საკმაოდ კარგად მიიღო მომხმარებელმა. ციკოლია აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე აეწყო 100 ცალი და ამ დროისთვის ყველა გაყიდულია.

Tsikolia Watches-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ეს იყო სატესტო, უკვე სერიული წარმოება კი საქართველოში უკვე ერთ  წელში დაიწყება. „მანამდე კი „მარინას“ ბრენდით საათების დამატებითი პარტია ძალიან მალე გამოვა,“ - აცხადებს ციკოლია.

რაც შეეხება ფასს, საათი „მარინას“ ფასი 1400-1500 ლარის ფარგლებში იყიდებოდა, თუმცა ახლა შესაძლოა ეს გადაიხედოს გამომდინარე იქიდან, რომ მასალებზე ფასები საკმაოდ შეცვლილია.

ციკოლიას ინფორმაცით, მარინა ხორავა 23 წელია მისი მუზაა, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეის განხორციელება კი დიზაინერმა კარანტინში გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. „Tsikolia Watches“, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020