ბიზნესი
10/12/2020

“წიგნები ვაკეში“: წიგნი ფუფუნების საგანი გახდა, გაყიდვები თითქმის არ გვაქვს

წიგნის მაღაზიის „წიგნები ვაკეში“–ის თანადამფუძნებელი მარიამ კიკაცეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ მაღაზიის დაკეტვამ ბიზნესი რთულ სიტუაციაში ჩააგდო, რადგან გაყიდვები ფაქტობრივად განულებულია.

„ონლაინ გაყიდვებზე გადავედით, მოთხოვნა შეიძლება არის, თუმცა, ფინანსური შესაძლებლობა ნაკლებად.ხალხი ფულის დახარჯვისგან თავს იკავებს. წიგნი ფუფუნების საგანი გახდა. ყველანაირად ვიცავდით რეგულაციებს. დარწუნებული ვარ, ღია რომ დარჩენილიყო ჩვენი მაღაზია, კიდევ უფრო გამკაცრებული შეზღუდვების ფონზეც თავისუფლად შევძლებდით მუშაობის გაგრძელებას და თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას. ახლა არ ვიცი რა იქნება, მომწოდებლებთან ვალდებულებები გვაქვს, შემოსავალი არ არის და რომ გაიხსნება რა იქნება ესეც ბუნდოვანია. თანამშრომლები არ შეგვიმცირებია, თუმცა, ალბათ მთლიანი ხელფასის გადახდას ვერ შევძლეთ.“– აღნიშნავს მარიამ კიკაცეიშვილი.

იმპორტიორ კომპანიას ამ ეტაპზე 10 მიმწოდებელი ჰყავს და გამოირჩევა მრავალფეროვანი ლიტერატურით, რომელიც იშვიათადაა ხელმისაწვდომი სხვა მაღაზიებში.

„წიგნების გარდა, გვაქვს სამხატვრო მასალები, რაზეც დიდი მოთხოვნა იყო. ვანამშრომლობდით ერთ სკოლასთან, თუმცა, ონლაინ სწავლების გამო ბავშვები საკანცელარიო ნივთებსაც აღარ ყიდულობენ. გვიწევს ყოველთვიური ხარჯების დაფარვა. დაკეტვამ კიდევ უფრო რთულ სირუაციაში ჩაგვაგდო, რადგან არ ვიცით რამდენად გავუმკლავდებით და შევძლებთ ამ ვალდებულებების შესრულებას.

ვგეგმავდით გაფართოებას, მომწოდებლების დამატება გვინდოდა. გავერთიანდით ჩვენს პარტნიორ და მეგობარ კომპანიასთან და საერთო სახელით Bookmark Books In Vake სხვა უბანშიც გაგვეხსნა მაღაზია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს წარმოუდგენელია. დახმარება, დაპირება ან დაინტერესება სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. მოლაპარაკებები მოლაპარაკებებად რჩება.”- ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022