ბიზნესი
31/07/2023

წელს ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოში ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რაოდენობამ 1,465 ერთეული შეადგინა, რაც წლიურად 25.4%-ითაა გაზრდილი. ჯამური ფართის ოდენობამ კი, რაც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, 1,337,111 მ2 (+7.3% y.y).

ექსპლუატაციაში მიღებული შენობების უმეტესობა, საცხოვრებელი სახლია - 932 ერთეული (+31.6% y.y), 1,022,551 მ2 (+4.6% y.y). შემდგომ მოდის სავაჭრო ობიექტი (150 ერთეული / +15% y.y) და სამრეწველო და სასაწყობე შენობა (116 ერთეული / +84% y.y).

6 თვეში ყველაზე ცოტა შენობა ჯანდაცვის სექტორში შევიდა ექსპლუატაციაში, კერძოდ კი, მხოლოდ 1 აფთიაქი და 1 ჯამრთელობის დაცვის ობიექტი.
ექსპლუატაციაში მიღებული შენობები 2023 წლის 6 თვეში რეგიონების მიხედვით:

რეგიონი

2023
 იანვარი-ივნისი

 

რაოდენობა

ფართობი, მ2

საქართველო - სულ

1,465

1,337,111

თბილისი

502

1,010,343

აჭარის არ

25

26,314

გურია

33

6,843

იმერეთი

125

58,562

კახეთი

170

41,006

მცხეთა-მთიანეთი

198

61,012

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

8

1,626

სამეგრელო-ზემო სვანეთი

116

31,215

სამცხე-ჯავახეთი

53

14,278

ქვემო ქართლი

135

54,222

შიდა ქართლი

100

31,690


შეგახსენებთ, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული და სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარდგენის ვადა 27 ივლისს ამოიწურა. სამშენებლო ამნისტიის მისაღებად მერიაში განცხადებების წარმოდგენისთვის განსაზღვრული იყო ორი წელი.

ამინისტია შეეხებათ ისეთ შენობებს, რომლებიც დასრულებულია, თუმცა სანებართვო პირობების დარღვევით. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ. თუმცა,  ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც, შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

როგორც თვის დასაწყისში თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ ექსპლუატაციაში მიღებულია 400-მდე ობიექტი, ხოლო მიმდინარე წარმოებაშია 700-ზე მეტი განცხადება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023