ბიზნესი
16/12/2021

წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი – DODO Designs x Ska Juice Bar ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულია

ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ნომინაციაში "საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობა" DODO Designs x Ska Juice Bar–მა გაიმარჯვა, როგორც წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი. 

DODO Designs ქართული დიზაინ სტუდიაა, რომელიც 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების მხატვრულ გაფორმებაზე, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე. 2018 წლიდან დამფუძნებლებმა დოდო და თაკო ჩხეიძეებმა ამავე სახელწოდების კომპანიაც დააარსეს.  

DODO Designs-ი  ცდილობს, რომ თითოულ ნამუშევარს თავისი კონცეფცია ჰქონდეს, მოიტანოს ემოციები და იყოს გამორჩეული.

კომპანიის პორტფოლიოში ბევრ დასამახსოვრებელი პროექტია: ყვავილების პავილიონები ორბელიანის მოედანზე, საახალწლო დეკორაციები გეგეშიძის და მრგვალ ბაღებში, მანათობელი გულის ინსტალაცია „გალერეა თბილისისთვის“. მიმდინარე მასშტაბური პროექტებიდან კი გამორჩეულია ვარკეთილის მეტროს ინტერიერის დიზაინი, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს.

წარმატებული კოლაბორაციის მაგალითია DODO Designs-ის და Ska Juice Bar-ის თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 1 წლის განმავლობაში 6 ფილიალისთვის შეიქმნა ინტერიერის დიზაინი. ენერგიული და ნათელი ჯანსაღი კვების ობიექტების ქსელი მომხმარებელს საუკეთესო გარემოს სთავაზობს.

„ქსელურ კვების ობიექტზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მოგვცა და ჩვენი კომპანია კიდევ უფრო განვითარდა და მასშტაბი გაიზარდა“, - ამბობს დოდოშკა ჩხეიძე, DODO Designs-ის თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო  მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022