ბიზნესი
16/12/2020

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი სახელოსნო “ცისა“ გაფართოებას გეგმავს

სახელოსნო „ცისა“ ტყავისაგან ორიგინალურ აქსესუარებს, კერძოდ ჩანთებს, თმის სამაგრებს, ბროშებს, დეკორატიულად გაფორმებუბლ ქურთუკებს, ფეხსაცმელებს და სხვადასხვა ნივთებს აწარმოებს. ბრენდის დიზაინერი და დამფუძნებელი ცისი დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ გაფართოების გეგმაზე საუბრობს.

„მონაწილეობას ვიღებთ „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროგრამაში, სადაც მეორე ეტაპი წარმატებით გადავლახეთ. ამჟამად სახელოსნო იჯარით გვაქვს აღებული თუმანიშვილის თეატრის ტერიტორიაზე და გრანტის მიღების შემთხვევაში ვგეგმავთ გაფართოებას, შევისყიდით დამატებით დანადგარებს, რისი საშუალებითაც შევძლებთ მეტი ნამუშევარის დამზადებას და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხდებით. ასევე, გადავწყვიტე, რომ  დეკორატიული ნივთები სახლის ინტერიერისთვისაც  შევქმნა, ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ.

ერთგული მომხმარებლლები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, მოტივაციას მაძლევს და მარწმუნებს ჩემი ნამუშევრების უნიკალურობაში, ამიტომ არ შევწყვეტ განვითარებას.“– აღნიშნავს ცისი დაუშვილი.

„ცისას“ ნიშა ტყავის ყვავილებია, რომელიც გამოირჩევა დამუშავების ტექნიკით და მრავალფეროვნებით.

 „2016 წელს სტამბოლში შევისწავლე ტყავზე მუშაობა, გამიჩნდა იდეა, რომ ძირითადი ბრენდის მიმართულება ყვავილები ყოფილიყო. თითოეული მუშავდება ხელით მუშავდება. ჩემი მიზანია, ბრენდი მეტად ცნობადი გავხადო და ხელი შევუწყო მეტი ადამიანის დასაქმებას.

რაც შეეხება პანდემიას, ვფიქრობ, ყველა მეწარმე დავზარალდით. ნედლეული სტამბოლიდან ჩამომქონდა, თუმცა, ახლა ადგილობრივი ბაზრიდან ვავსებთ დანაკლისს.ვთანამშრომლობდი ტურისტულ კომპანიებთან. ახლა ვაგრძელებთ აქტიურობას სოციალური ქსელების საშუალებით.ველოდებით ,რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, მანამდე კი სახელოსნო „ცისა“ გააგრძელებს მუშაობას.“– ამბობს სახელოსნოს დამფუძნებელი.

Businesspartner