ტყავის აქსესუარების ბრენდმა "ტერმიტი" ქართული უნაგირების წარმოება დაიწყო
ტყავის აქსესუარების ბრენდი “ტერმიტი” რამდენიმე ექსპერიმენტალური იდეის ცდის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე კომპანია ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს ამზადებს, ასევე კორპორატიულ და ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს.
2021 წლიდან „ტერმიტი“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს, ცხენის უნაგირებს სთავაზობს, რომლის სერიული წარმოებაც საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა.
კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ ბერძენიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ საქართველოში უნაგირები საკმაოდ დეფიციტურია და ცხენის მეპატრონეები რა უნაგირის შოვნასაც შეძლებდნენ იმას იყენებდნენ. არადა როგორც ფეხსაცმელს ასევე უნაგირსაც აქვს ზომა, ფორმა და სტანდარტები, რაც თავის მხრივ ითვალისწეინებს კომფორტის შექმნას, როგორც მხედრისთვის, ასევე ცხენისთვის. სტანდარტული უნაგირები 250–დან 600 დოლარამდე ეღირება, ხოლო ინდივიდუალური შეკვეთის ფასი განსხვავებული იქნება.
„საკმაოდ სპეციფიური რამ არის უნაგირი, რადგან ცოცხალ ორგანიზმთან შემხებლობას საჭიროებს. აქ უკვე პირადად ჩავერთე პროცესში. პროფესიით ორთოპედი ვარ, რაც ორთოპედიული, პრეცეზიული უნაგირების შექმნაში გამოიხატა. ამ პროექტის განხორციელების იდეა 2020 წელს გაჩნდა, მარგამ პანდემიამ როგორც სხვა სფეროები ასევე ჩვენც შეგვაფერხა. ტურიზმის განახლებასთან ერთად ვგეგმავთ სასაზღვრო პოლიციასთან, იპოდრომთან, საცხენოსნო ტუროპერატორებთან და ასევე ყაბარდოს საცხენოსნო კლუბებთან კვლავ განვაახლოთ თანამშრომლობა.
კიდევ ერთი სასარგებლო ინფორმაციის „სპოილერი“ ჩვენს მომხმარებლებს საცხენოსნო ტურების და კლუბების სახით - რადგან უნაგირი ძვირადღირებული პროდუქტია 2022 წლიდან ამოქმედდება საბანკო განვადება და მთავარი, Saddle rent ცხენის უნაგირების და სრული ეკიპირების გაქირავების სერვისი,“ – აღნიშნავს მიხეილ ბერძენიშვილი.
„ტერმიტი“ აქსესუარებს საქართველოში წარმოებული ტყავით ქმნის, რაც ნებისმიერი საფასო კატეგორიის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის პროდუქტს. თუ წარმოებული პროდუქტის 80%–ს ადგილობრივი ნედლეული შეადგენს, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური გასცემს საბუთს "Euro 1"-ს. ამ დოკუმენტის საფუძველზე კომპანია ექსპორტირებულ ქვეყანაში თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, რაც ზრდის იქაურ ადგილობრივ ბაზარზე შესვლის და თავის დამკვიდრების შანსს, კონკურენტული ფასის გამო.
„ნედლეულის ადგილობრივი წარმოება შესაძლებლობას ქმნის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ადგილობრივი საბაჟო გადასახადის ტვირთის გარეშე მოვახდინოთ პროდუქციის რეალიზაცია. ყველაფერმა ამან შექმანა ახალი ინიციატივა ანტერპრენერებში ეცადათ ამერიკის ბაზარზე გასვლაც. მოცემული მომენტისათვის, ჩვენს საწარმოში მზადდება პროდუქცია კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც ახდენენ ყველაზე დიდ სავაჭრო პლათფორმაზე amazon.com-ზე რეალიზაციას. კორპორატიულ შეკვეთებზე ჩვენი მხრიდან ხელმისაწვდომი ფასის გამო ახალი მცირე მეწარმეების რაოდენობა ყოველ თვე იმატებს,“– ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის მიზანია, სხვადასხვა გზით და მეთოდით, ნებისმიერი პროდუქტი ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი საფასო კატეგორიის მომხმარებლისთვის. ამ დროისათვის „ტერმიტი“ თბილისში 2 ფიზიკურ მაღაზიას და ონლაინ მაღაზიას ფლობს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომს ხდის პროდუქტს.
„უმცირესი ბიუჯეტით დავიწყეთ შეკვეთების წარმოება. მოთხოვნის ზრდასთან ერთად ვიზრდებოდით და განვაგრძობტ განვითარებას. საბედნიეროდ ბოლო წლების მანძილზე დამკვიდრდა ტენდენცია რომ ქართული, ასოცირდება და ასეც არის, მაღალ ხარისხთან, რაც გამოწვია ბაზარზე არსებული კომპანიების მიდგომამ ხარისხის მიმართ, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. „ტერმიტის“ გუნდი მომავალშიც გეგმავს ბევრ სიახლეს რომელსაც დროდადრო გავუმხელთ ჩვენს მომხმარებელს,“ – აღნიშნავს „ტერმიტის“ დამფუძნებელი მიხეილ ბერძენიშვილი.