ბიზნესი
12/04/2022

TOP-10 ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პირველ კვარტალში აეროპორტებმა 700 200 მგზავრი გაატარა, ეს 565%ით მეტია ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. 

2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ია.

2022 წლის განვლილ 3 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 90 258 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი იმყოფება 89 442 გადაყვანილი მგზავრით.

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით:

1. ავიაკომპანია Turkish Airlines – 90 258 მგზავრი 13%;

2. ავიაკომპანია Wizz Air Hungary – 89 442 მგზავრი 13%;

3. ავიაკომპანია Pegasus – 70 470 მგზავრი 10%;

4. ავიაკომპანია Fly Dubai – 50 947 მგზავრი 7%;

5. ავიაკომპანია Belavia – 49 877 მგზავრი 7%;

6. ავიაკომპანია Azerbaijan Airlines – 27 866 მგზავრი 4%;

7. ავიაკომპანია Israir – 27 502 მგზავრი 4%

8. ავიაკომპანია Georgian Airways – 22 569 მგზავრი 3%;

9. ავიაკომპანია SkyUp Airlines – 21 884 მგზავრი 3%;

10. ავიაკომპანია Bees Airline – 21 399 მგზავრი 3%.