"თოლიამ" ასორტიმენტის განახლებაში ₾1.5 მლნ-იანი ინვესტიცია განახორციელა
ნაყინის მწარმოებელები ახალ სეზონზე მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობენ, მათ შორისაა, კომპანია „თოლია“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „თოლიამ“ ბაზარზე განახლებული ასორტიმენტი გამოიტანა, დაამატა ნაყინის ორი ახალი სახეობა მარწყვის საოჯახო და შოკოლადის ჯენიო (კამპარას ვრენდით). ამისთვის კომპანიას ქარხნის გადაიარაღებაც მოუწია, რაშიც დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„თოლიაში“ გააქტიურებულ გაყიდვებზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი დაგეგმილთან შედარებით 10%-ით მეტია. მიზეზი კი კომპანიის მიერ გააქტიურებული მარკეტინგული აქტივობებია. ამას ემატება ახალი მაღაზიების და გაყიდვების წერტილების ათვისება, რაც საბოლოო ჯამში გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებელში გამოიხატა.
მათივე განცხადებით, მიმდინარე სეზონისთვის „თოლიას“ ზოგიერთ დასახელებებზე ფასის დაახლოებით 10-12%-ით გაიზარდა, ზოგიერთზე კი ფასები შენარჩუნებულია.
„თვითღირებულებაზე გავლენა იქონია ნედლეულის გაძირებამ. ლარი რომც არ გაუფასურებულიყო, ნედლეულის ფასი გაიზარდა და ამას დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურება,“ - აცხადებენ „თოლიაში“.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად კომპანია, რომელიც 53 დასახელების ნაყინს აწარმოებს, ბაზრის 57%-ს ფლობს.