ბიზნესი
21/11/2021

ტოიოტა ცენტრი თბილისი: ქარხნები ამუშავდა, ნოემბრის წარმოების მანქანებს იანვარში მივიღებთ

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოუ-რუმში ახალი წარმოების ავტომანქანების დეიფიცტს უჩივის კომპანიის  პრეზიდენტი. ირაკლი გურჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ახალი ავტომობილების იმპორტი თითქმის ვერ ხდება.

“პანდემიის გამო ყველა  ავტომწარმოებელს პრობლემა შეექმნა. მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერი „ტოიოტას“ მწარმოებელმა ქარხანამ საერთოდ ვერ იმუშავა, ოქტომბერში კი ბოლო 10 დღე შეძლო წარმოება. ამის მიზეზია სპეციალური ჩიპების დეფიციტი, რაც ავტომანქანების წარმოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ახალ TOYOTA LAND CRUISER 300-ზე მოთხოვნა არის, თუმცა, ვერ ვაკმაყოფილებთ,“ - აცხადებს გურჩიანი. მისივე ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ცენტრებში ახალი მანქანები ფიზიკურად არ არის.  

„მანქანების გარკვეული კატეგორია და რაოდენობა გვყავს, ახალი მოდელები რაც გამოვიდა, 90 ერთეული გვქონდა შეკვეთილი და მხოლოდ 3 ერთეული მივიღეთ. ვფიქრობ, იანვრის მეორე დეკადიდან შემოვა ახალი მანქანები. ქარხნები უკვე ამუშავდა და ნოემბრის წარმოების მანქანებს იანვრის ბოლოს მივიღებთ,“ - აცხადებს გურჩიანი.