"ტოიოტა ცენტრ თბილისს“ გაყიდვები 60%-ით შეუმცირდა
„ტოიოტა ცენტრ თბილისს“ გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 60%-ით შეუმცირდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის პრეზიდენტმა ირაკლი გურჩიანმა განაცხადა, მიზეზი პანდემია და ამის შედეგად ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონია.
„სანამ ეკონომიკა არ დაიწყებს გაცოცხლებას, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ვერაფერს ვიზამთ. როდესაც ეკონომიკა კვდება და დღეს საქართველოს ეკონომიკა სწორედ ასეთ დღეშია, რა უნდა ქნა? ერთი რისი იმედიც მაქვს არის ის, რომ ჩვენი ბრენდის მანქანები ბევრს ჰყავს და უნდათ თუ არა, სერვისი სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ვახერხებთ მუშაობას.
რაც შეეხება ფასებს, მთელ მსოფლიოში ეს სიტუაციაა, შესაბამისად, იაპონიაშივე გაიაფდა ავტომანქანები, არსებობს გარკვეული აქციები, თუმცა, ამას დიდი ეფექტი არ მოუხდენია“, - აცხადებს გურჩიანი.