თხილეულის და "სნექების" კომპანია "ქალაქური" ახალ ქარხანას 2022 წელს გახსნის
თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია „ქალაქური“ ახალ ქარხნას 2022 წელს გახსნის.
კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ახალი ქარხნის მშენებლობის პროექტი კომპანიას ასორტიმენტის გაფართოების საშუალებას მისცემს. კერძოდ, დაგეგმილია ჩურჩხელების, ჯემების და ნატურალური წვენების წარმოება.
მისი ინფორმაციით, ქარხანა წეროვანში აშენდება. ამჟამად მინდინარეობს ტერიტორიის შერჩევის ეტაპი. მას შემდეგ რაც დასრულდება პროექტირებაც, კომპანია ახალი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 2.5 მილიონი ლარია.
ღოღაძის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობები 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ახალი თანამდეროვე მანქანა-დანადგარების საშუალებით წარმადობა პირველ ეტაპზე დაახლოებით 60%-ით გაიზრდება. არსებული ქარხანა კი წელიწადში დაახლოებით, 200 ტონამდე თხილს, ხოლო 80-100 ტონამდე ჩირს გადაამუშავებს.
მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია ფინანსების მოძიების პროცესშია. კომპანია განიხილვს როგორც საგრანტო დაფინანსებას, ისე სახელმწიფო პროგრამებში მონაწილოებას.
"ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა, მიწის თხილი, გოგრის გული, სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით, თაფლით და მარილით. პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.
ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე დაფასოებული - 200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში. ამჟამად კომპანიის ქარხანა თბილისში, თემქაზე მდებარეობს.
„ქალაქურის“ დამფუძნებელი მურად ღოღაძე "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოში“ მონაწილეა.