ბიზნესი
10/03/2022
ტკბილი ქვეყანა: ნედლეულის საკმარისი მარაგი გვაქვს
საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას „ტკბილი ქვეყანა“ თითქმის ნახევარი წლის მარაგები აქვს.
„წინასააღდგომოდ მარაგები გაკეთებული გვაქვს, საუბარია როგორც ფქვილზე, ისე შაქარსა და ცხიმზე. 6 თვის განმავლობაში იმედია სიტუაცია დალაგდება. ჩვენ ფქვილს ადგილობრივად ვყიდულობთ, ხოლო დანარჩენის შესყიდვა პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში ხდება,“ - განუცხადეს კომპანიაში "ბიზნესპარტნიორს".
რაც შეეხება ფასებს, გამომდინარე იქიდან რომ კომპანიას მარაგები გაკეთებული აქვს, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ფასებზე ამ ეტაპზე არ აისახება.
შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.