ბიზნესი
07/06/2022

ტკბილი ქვეყანა: გაზის ტარიფის ზრდის მიუხედავად პროდუქციას არ გავაძვირებთ

საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ტკბილი ქვეყანა“ გაზის ტარიფის გაძვირების მიუხედავად საკონდიტრო პროდუქციაზე ფასების შენარჩუნებას ცდილობს.

კომპანიის კომერციული დირექტორი კახა ყრუაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ კომპანია თვეში 30-35 000 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირის მოხმარებელია, შესაბამისად, გაზზე ტარიფის ზრდა პროდუქციის თვითღირებულებას გაზრდის.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიას მოუწია ფასების გადახედვა, მიზეზი კი დენის გადასახადის ზრდა იყო. მაშინ ტარიფის ზრდამ თვითღირებულებაზე სერიოზულად იმოქმედა. ამას დაემატა ნედლეულზე ფასის ზრდა. ამ შემთხვევაშიც ვერ შევძელით ფასების შენარჩუნება.

ახლა ვცდილობთ ფასები არ შევცვალოთ და ეს ყველაფერი მოგების მარჟს შემცირების ხარჯე გავაკეთოთ,“ - აცხადებს ყრუაშვილი.

კითხვაზე, შემცირებული მოგების მარჟის პირობებში შესაძლებელი იქნება თუ არა კომპანიამ განაგრძოს რეინვესტირების პროცესი, „ტკბილი ქვეყნის“ კომერციული დირექტორი განმარტავს, რომ ამ კუთხით პრობლემა ზოგადად ბიზნესში დგას, რადგან  ჯერ პანდემიამ და შემდეგ თანმდევმა პროცესებმა პრობლემა არაერთი მიმართულებით შექმნა.  

„მოსახლეობას არ ულხინს. ფასების ზრდა მოსახლეობის ისედაც შემცირებულ მსყიდელუნარიანობას, კიდევ უფრო შეამცირებს,რაც საბოლოო ჯამში გაყიდვებზეც აისახება. ახლა ჯერ ფასის ზრდას რ ვაპირებთ, თუმცა, თუ შევატყობთ, რომ შეუძლებელია ასე ოპერირება, შემდეგ იძლებული ვიქნებით ფასი გავზარდოთ,“-აცხადებს ყრუაშვილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან დედაქალაქსა და რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის იზრდება. რეგიონებში,  შპს “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. 

დედაქალაქში, როგორც ,,თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ტარიფი  ერთ კუბურ მეტრ გაზზე 1.10 ლარს შეადგენდა, რაც 1.35 ლარამდე იზრდება. ცვლილება 20 000 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს შეეხება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023